9 საცხოვრებელი სახლიდან 3 სახლის მშენებლობა დასრულდა. მათ შორის არის როგორც აივნიანი, ასვე ტერასიანი სახლიც. ამ დროისათვის მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.
აშენებული სახლებიდან ორი მათგანი არის ვიტრაჟული აივნით და სახლის წინა მხარეს, მთელს სიგანეზეა განთავსებული. აივანზე გასვლა შესახლებელია როგორ საძინებლიდან, ასევე დერეფნიდან, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ მწვანე ხედებით.
თითოეული სახლის საცხოვრებელი ფართი 237 მ² შეადგენს, ხოლო მიწის ნაკვეთი, რომელიც სახლის მფლობელს საკუთრებაში გადაეცემა 357 მ²-ა.
მშენებლობა ასევე დასრულდა პროექტით გათვალისწინებული ტერასიანი სახლის, რომელიც გამდიდრებულია ფრანგული აივნებით. მე-2 სართულზე არსებული 3 საძინებლიდან ყველა მათგანს აქვს დიდი ფრანგული აივნები, რაც ქმნის სივრცეს და ჰარმონიულად გაკავშირებთ გარემოსთან.
ტერასიანი სახლს, რომლის საცხოვრებელი ფართი 237 მ²-ა, მე-3 სართულზე ემატება 80 მ² ღია ტერასა, სადაც შესაძლებელია როგორც წვეულებების მოწყობა, ასევე ზამთრის ბაღის განთვასება, რაც მოგცემთ უნიკალურ საშუალებას ცივი ზამთარი გაატაროთ ულამაზეს მწვანე გარემოში.
ამერიკული სახლები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით, რომელიც გარდა შიდა სამუშაოებისა, გულისხმობს გამწვანებულ და კეთილმოწყობილ ეზოს. ჩვენთან დღეისათვის მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების გამწვანება და მოპირკეთება.
თოთოეული სახლისთვის გათვალისწინებულია 60 მ² მიწის ნაკვეთი სახლის წინა პერიმეტრზე იზოლირებული ავტოსადგომით და 140 მ² გამწვანებული ეზო უკანა მხარეს, რომელიც სრულად მფლობელის საკუთრებაში გადადის.