ნილ გრეერი
ინვესტორი
ნილ გრეერი, ძირითადი მფლობელი, წარმოშობით ამერიკელი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი ხნის საინვესტიციო გამოცდილება რეგიონში. მსოფლიო ბანკთან ერთად ის 1991 წელს პრაღაში გადავიდა და მაშინვე გააცნობიერა გარდამავალი ქვეყნების შესაძლებლობები. რაც მთავარია, მან გააცნობიერა, რომ ბიზნესისადმი ამერიკული მიდგომის შემოღება იყო გასაღები მყიდველისთვის კომფორტის შესაქმნელად. „კომფორტი მოიცავს არა მხოლოდ პროდუქტის ხარისხს, არამედ შეძენის პროცესს. იურიდიული დოკუმენტებიდან ფასებამდე, ყველაფერი უნდა იყოს ნათელი და გამჭვირვალე“. გრეერი ბოლო 20 წლის განმავლობაში აღრმავებდა პარტნიორობას აშშ-ს, ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს ინვესტორებთან. პროექტები განხორციელებული აქვს ბერლინში, მოსკოვში და შანხაიში. მისი მრავალწლიანი გამოცდილება მას ახლა თბილისში შემოაქვს.რუსუდან გაფრინდაშვილი
გენერალური დირექტორი
მას მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს ტურიზმისა და გაყიდვების სფეროში, რამაც საშუალება მისცა სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით განვითარების პერსპექტივები დაენახა. სწორედ ამიტომ, უცხოელ მეგობრებთან ერთად საქართველოში ინვესტიციბის გახორციელება უძრავი ქონების მიმართულებით გადაწყვიტა.
მისი მიზანი იყო შექმნილიყო ამერიკულ ხარისხზე დაფუძნებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც ამჟამად „ამერიკული სახლების“ სახელით ოპერირებს.
„ამერიკული სახლების“ გენერალური დირექტორისათვის მნიშვნელოვანია ახალი სტანდარტების დამკვიდრება დეველოპერულ ბიზნესში, მობინადრეებისთვის აუცილებელი ჯანსაღი, კეთილმოწყობილი და კომფორტული გარემოს შექმნა.